Dark-ის ახალი თიზერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ბევრ კითხვას სვამს - "რა მოხდება მომავალში?", "სად არის დასაწყისი?" და ა.შ. ნეტფლიქსის პირველი გერმანულ ენოვანი სერიალი ძალიან დამაინტრიგებელია, ამ ყველაფერს კი დროის არეული მონაკვეთები კიდევ უფრო მძაფრ იერს სძენს.

სერიალი დაკარგულ ბავშვზე კონცენტრირდება, რომლის გაუჩინარების შემდეგაც, ოთხი ოჯახი პასუხებზე ნადირობას და იმ მისტერიის ამოხსნას იწყებს, რომელიც სამ თაობას მოიცავს.

პირველ სეზონში სხვადასხვა გმირებს ვხედავთ. თინეიჯერს, რომელსაც მამის თვითმკვლელობასთან უჭირს შეგუება; პოლიციის ოფიცერს, რომლის ძმაც 33 წლის წინ გაუჩინარდა და პოლიციის ოფიცერს, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაშია. ამბავი 2019 წელს იწყება, თუმცა განვითარებას დროში მოგზაურობის წყალობით ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში, 1986 წელსა და 1953 წელს აგრძელებს.

მეორე სეზონის თიზერი:

მეორე სეზონის ოფიციალური ტრეილერები:

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები მეორე სეზონში, თუმცა ამ ყველაფრის გარკვევამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.