რუსული დელეგაციისა და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები სასტუმრო რადისონიდან პარლამენტისკენ მიდიან. ისინი ითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას.

აქციის მონაწილეების მოთხოვნით, რუსულმა დელეგაციამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ისინი ამბობენ, რომ ყველგან გამართავენ აქციას, სადაც სერგეი გავრილოვი მივა.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს".