ყველამ კარგად იცის მზის ქვეშ დიდხანს ყოფნის სახიფათო შედეგები. ულტრაიისფერი სხივები არამხოლოდ სწრაფ დაბერებას უწყობენ ხელს, ისინი კანის კიბოსაც იწვევენ.

ამის მიუხედავად, მაინც იმაზე მეტ ხანს ვრჩებით მზეზე, ვიდრე ამას დერმატოლოგი გვირჩევს. რატომ? იმიტომ, რომ სასიამოვნოა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დერმატოლოგი ცდება და აღსანიშნავია ისიც, რომ რუჯის მისაღებად უსაფრთხო გზებიც არსებობს.

ასე რომ, თუ თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას გრძნობთ, გადაავლეთ თვალი ამ რჩევებს.

1. გაზარდე მზისგან დაცვა ცხელ დღეებში

მზე ყველაზე აქტიური დილის 10-დან შუადღის 4 საათამდეა. ამის გარდა, ზაფხულის დღეებში მისი სხივები უფრო პირდაპირია, რადგან დედამიწა ვარსკვლავის მიმართ გადახრილია. ასე რომ, ზაფხულის ცხელ დღეებში, რუჯის მიღების დროსაც, დამცავი საშუალებების რაოდენობა გაზარდე.

2. შეიმშრალე კანი წყლიდან ამოსვლის შემდეგ

წყლის წვეთებს ლინზის ეფექტი აქვთ და მზის სხივების დამაზიანებელ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებენ. ამიტომ, დერმატოლოგები რუჯის მიღების მსურველებს დამწვრობის თავიდან ასარიდებლად სხეულის წყლის წვეთებისგან შეშრობას ურჩევს.

3. ყურადღება მიაქციე UV და SPF ინდექსებს

ულტრაიისფერი (UV) ინდექსი მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს. სწორედ ისინი ახერხებენ კანში ღრმად შეჭრას, რაც არამხოლოდ მის გამოშრობას, ასევე დამწვრობასა და მელანომას იწვევს. ძალიან ცხელ დღეებში, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) 30 და მეტია.

4. გაითვალისწინე დამცავი კრემის მოხმარების წესი

დამცავი კრემი მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა წაისვა. ამის გარდა, ის ყოველ 2 საათში ხელმეორედ უნდა გამოიყენო მზის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ რუჯის მიღება გინდა და მზეზე გასვლასაც დიდი ხნით არ გეგმავ, შეგიძლია გამოიყენო კრემი, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორიც 15 ან 20-ია. დამცავი კრემი უნდა ყოველთვის კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად უნდა შეირჩეს.

5. რუჯის შესანარჩუნებლად დაიცავი წესები

რუჯის გრძელვადიან ვადაში შესანარჩუნებლად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი ყოველდღიურად მიღება და კანის უფრო და უფრო გამუქება უბრალოდ არასწორი გზაა, როგორც რუჯის, ისე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

გაეცანით დერმატოლოგის რჩევებს ამავე თემაზე გადაცემაში სხვა შუადღე.