ვირჯინიაში, სმიტის მაუნთაინ ლეიქის თავზე იშვიათი ფორმის ღრუბლები გამოჩნდა. მოვლენას კელვინ-ჰელმჰოლცის ტალღები ჰქვია და მისი ამსახველი სურათი ფეისბუქის მომხმარებელმა, ემი კრისტი ჰანთერმა გამოაქვეყნა.

ავტორის თქმით, ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სადგურში უთხრეს, რომ ღრუბლები, რომლებსაც ტალღების ფორმა აქვს, უიშვიათესია და მას ცუნამის ღრუბლებსაც უწოდებენ.

მიუხედავად ამ მეორე სახელისა, ამ ფორმის ღრუბლები ავისმომასწავებლად არ უნდა ჩავთვალოთ. ატმოსფეროში სხვადასხვა ფენები ქარის განსხვავებულ სიჩქარეებს განსაზღვრავენ, რაც მბრუნავი ტალღების ფორმას ქმნის. შესაბამისი ტემპერატურისა და ტენიანობის ფარგლებში, შესაძლოა ამ ფორმის ღრუბლები მივიღოთ.