შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც ორ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებამდე ის მიმალვას ცდილობდა.

დაკავებული მეტროს სხვა მგზავრებს, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაუპირისპირდა. მან თქვა, რომ "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება".

19 ივნისს მეტროში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 239-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 126-ე მუხლის მეორე ნაწილი — ძალადობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.