პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის მეტროში ორ ბიჭს სცემეს. არხის ინფორმაციით, ბიჭებს მიმართავდნენ, რომ "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება". მათივე თქმით, ახალგაზრდებს ფიზიკურად მეტროს გასასვლელში გაუსწორდნენ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.