მოვუწოდებთ უწყებებს, უზრუნველყონ ლგბტ ადამიანების საჯარო მსვლელობის უსაფრთხოება — BASSIANI
კლუბი BASSIANI / HOROOM-ი მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ მოსალოდნელი ძალადობა და უზრუნველყონ ლგბტ+ ადამიანების უსაფრთხოება, მათ შორის საჯარო მსვლელობისას. ამის შესახებ კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
მათი თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა შეეძლოს მისთვის მინიჭებული საყოველთაო უფლებებით სარგებლობა. მათივე განცხადებით, 2013 წლის 17 მაისის ტრაგიკული მოვლენებიდან ექვსი წლის თავზე ქვიარ ადამიანები დღემდე ვერ სარგებლობენ მანიფესტაციის უფლებით.
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან არაერთი აგრესიული დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით, რომლებიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მოქალაქეებს. გამოხატული ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰომოფობიის პოლიტიკურ ხასიათს, სისტემურობასა და სიმძიმეს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მიუხედავად, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი ისევ გამოწვევად რჩება", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში არსებული მანკიერებებისა და სოციალური უთანასწორობის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მათივე თქმით, ამ ბრძოლაში ქვიარ ადამიანების პრობლემები და საჭიროებები არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, მათი საკითხი კი პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული.
"მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა — იქნება ეს პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საზოგადოების პოლარიზება, დაშლა და დაქუცმაცება, რადგან საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო საზოგადოების გაერთიანება... არ დადგეთ ძალადობის მხარეს", — წერია განცხადებაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები