თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება, სოციალური სპექტაკლი გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, "კავკასიური მეტამორფოზა" წარმატებით და ექსცესების გარეშე დასრულდა.

უსაფრთხოების გამო სპექტაკლზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ გაიარეს. გარდა ამისა, სპექტაკლი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

"არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით!" — აცხადებენ კვირეულის ორგანიზატორები.

თბილისი პრაიდის კვირეული 23 ივნისამდე გაგრძელდება. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება.