Tbilisi Open Air-ის დაწყებამდე 2 დღეზე ნაკლები დარჩა. Lisi Wonderland-ში უკვე სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მუსიკის მსმენელების მისაღებად მზადაა. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება.

ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.

ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ

თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს 13:00-დან) 03:00-მდე.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.

Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.

ფოტო: Alter

  • სამაჯურის ტარება აუცილებელია!
  • სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
  • სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.
  • სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!
  • 21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.
  • დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.
  • ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.
  • კემპინგის ზონაში აუცილებელია, როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.
  • აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.

ფოტო: დათო შალიკაშვილი

ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე tkt.ge-ზე, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.

აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთი - 75 ლარი, ღამის ბილეთი - 35 ლარი.

ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, "მწვანე ოთახი" და სხვა.

ამავე თემაზე: ნახეთ, როგორ ემზადება Tbilisi Open Air ფესტივალისთვის — ფოტოები Lisi Wonderland-იდან.