ასამბლეა რუსი დეპუტატის გამოსვლის დროს უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
"რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობის და არა ტერიტორიების ოკუპაცია. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს", — დოლგოვის შეფასებას პირველი არხი ავრცელებს.
რუსი დეპუტატების ჩამოსვლას პრეზიდენტის ყოფილ სასახლესთან აპროტესტებენ მოქალაქეებიც. ისინი ბანერებით ხელში რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და იძახდნენ "დაგმე რუსეთი".
19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) პირველად უმასპინძლებს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში". ასამბლეას რუსი დეპუტატებიც ესწრებიან.
დუმის დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დეპუტატების ჩამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანს მიაყენებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ მიუღებელი განცხადების გამო ქვეყანაში შემოსვლას ვერავის აუკრძალავენ და ამას საერთაშორისო პოლიტიკაში "ქაჯობა" უწოდა.
როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, IAO-ს ღონისძიებები 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაიწყება და 22 ივნისს კახეთის მონახულებით დასრულდება. დღის წესრიგი ძირითადად ასამბლეის გენერალურ სესიაზე გამოსვლებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები