ინაშვილი დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, პრაიდის მსვლელობაში მონაწილეობა არ მიიღონ
პატრიოტთა ალიანსის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, რომ თბილისი პრაიდის მსვლელობაში მონაწილეობა არ მიიღონ. მიმართვის წერილი პარლამენტის დეპუტატმა ფეისბუქზე გაასაჯაროვა.
განცხადებაში ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა საზოგადოების განწყობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება უნდა გაითვალისწინოს და მსვლელობაში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას.
"ქართველი ხალხი გამორჩევა სიბრძნითაც, გონიერებითაც, ლმობიერებითაც, მაგრამ იქ, სადაც ასეთი თვალსაჩინოა საზოგადოების უმრავლესობის უკიდურესი აღელვება, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგიწოდოთ დაიკავოთ არა ერთი მხარის პოზიცია, არამედ შეინარჩუნოთ ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და, პირველ რიგში, თქვენსავე უსაფრთხოების მიზნით, არ მიიღოთ მონაწილეობა თბილისი პრაიდის საჯარო მსვლელობაში, რასაც, ვიმეორებ, უკვე ღია პროვოკაციის სახე აქვს", — აღნიშნავს პარლამენტის დეპუტატი.
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებია დაგეგმილი. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი და "ღირსების მარში". თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღირსების მარში 23 ივნისს გაიმართება, თუმცა ამ ეტაპისთვის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის.
თბილისი პრაიდის გუნდი ამბობს, რომ დაგეგმილ საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები. ასევე, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები. ისინი მოუწოდებენ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად შეუერთდნენ მათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები