აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, შტატების მოქალაქეებმა თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

"ლგბტქი თემის წევრები საჯარო ღონისძიებას გეგმავენ პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოლოდინით იქნება ხალხმრავლობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი საჯარო ღონისძიება. წარსულში აქტივისტების საჯარო გამოხატვამ, კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი პასუხი გამოიწვია, რასაც თან ახლდა, როგორც ფიზიკური, ისე – მატერიალური ზიანი", — ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა და უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება

18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: