2019 წლის MTV-ის კინო დაჯილდოებაზე Avengers: Endgame-ის ერთ-ერთ რეჟისორს, ენტონი რუსოს კითხვა დაუსვეს, თუ როგორ შეიძლებოდა მარველის კინოსამყაროში მსახიობი დუეინ ჯონსონის, იგივე როკის გამოჩენა, რაზეც რეჟისორმა განაცხადა, რომ საკმაოდ მკაფიო ხედვა ჰქონდა.

მისი აზრით, დუეინ ჯონსონის MCU-ში გამოჩენის ყველაზე კარგი გზა კამეო იქნებოდა.

სუპერგმირი, რომელსაც როკი ითამაშებდა, ვისურვებდი, რომ თავად იყოს. ის საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსიაა.

განაცხადა ენტონი რუსომ.

ამ ყველაფერს კი მსახიობი ტვიტერზე გამოეხმაურა.

"ამ როლისთვის ვარ დაბადებული. პირდაპირი მნიშვნელობით.

დღეს ღამით დაგირეკავთ!!!

დროა MCU-ში ვიბატონო... სამუდამოდ."

შეგახსენებთ, რომ ჯონსონი უკვე დამტკიცებულია DC-კინოსამყაროს ერთ-ერთი ვილანის - Black Adam-ის როლზე, რომელსაც შაზამის ახალ სიქველში ვიხილავთ. თუმცა გამორიცხული არაფერია, შესაბამისად, ისღა დაგვრჩნია, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.