ლევან ვასაძის მტკიცებით, ალექსანდრ დუგინს საქართველოზე აზრი შეაცვლევინა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ევრაზიული იდეისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერს ალექსეი დუგინს საქართველოზე აზრი შეაცვლევინა.
მისი მტკიცებით, დუგინი 2015 წელს, მას შემდეგ გაიცნო, რაც გაიგო, რომ ის საქართველოზე "საშინელ რაღაცებს" ამბობდა. მისივე განცხადებით, დუგინის გაცნობის მიზანი იყო, აესხნა, რომ "რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში არის არა დანაწევრებული და მტრული სახელმწიფო, არამედ ერთიანი საქართველო". ვასაძე ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დუგინმა აზრი შეიცვალა.
"შეგიძლიათ აიღოთ კადრები რაებს ლაპარაკოს დუგინი 2015 წლამდე და რას ლაპარაკობს 2016 წლიდან საქართველოზე. შეადარეთ, შევძელით თუ არა ჩვენ, ამ შემთხვევაში ერთმა ქართველმა პატრიოტმა, ამ ყველაზე ნაციონალურად განწყობილი, რუსი კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება", — განაცხადა ლევან ვასაძემ.
ის ირწმუნება, რომ ჰქონდა გეგმა, რუსი კონსერვატორების ფლანგისთვის უკიდურესი მარჯვენა მხრიდან შემოევლო და "მთავარი რუპორი მოეთოკა".
"აწი, დუგინის ბოლო განცხადებების მერე, ვინც არ ეთანხმება, უნდა აჯობოს დუგინს რუსეთის პატრიოტიზმში. ამით გავაკეთე მე ის, რასაც უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული პოლიტიკა", — განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვინ არის ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. მითების დეტექტორის ცნობით, დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს.
ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია.
ალექსანდრ დუგინი დაკავშირებულია ოჯახების მსოფლიო კონგრესთან. ამ კონგრესის რეგიონალური კონფერენცია საქართველოში 2014 წლის 17 მაისს გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი იყო, სწორედ, ლევან ვასაძე.
მითების დეტექტორის ცნობით, ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებს, ხოლო მისი მისია მსოფლიო მასშტაბით "ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. კონგრესის მიერ "ბუნებრივი ოჯახი" განისაზღვრება, როგორც ქმრის, ცოლის და მათი ბიოლოგიური შვილისგან შემდგარი ერთობა.
დუგინმა 2017 წლის დეკემბერში მოლდოვაში ევრაზიული კონფერენცია გამართა, სადაც დაანონსდა, რომ მოლდოვა 2018 წლის სექტემბერში ყოველწლიური ოჯახების მსოფლიო კონგრესის მასპინძელი იქნება. დუგინის ევრაზიული კონფერენციის მასპინძელი კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი იყო, რომელიც ცნობილია პრო-რუსული განწყობებით. ოჯახების მსოფლიო კონგრესიდან (WCF)კონფერენციას ალექს კომოვი, ასევე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ესწრებოდნენ. მოგვიანებით ლევან ვასაძემ მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს საქართველოში უმასპინძლა.
საქართველოში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს თემაზე "ოჯახური ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში". ღონისძიებას, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" სხვადასხვა წარმომადგენლის გარდა, ზემოხსენებული ალექსეი კომოვიც ესწრებოდა.
კონფერენცია გამომსვლელებმა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონისა და თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდეს საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს გაეუქმებინათ აღნიშნული კანონი ან შეეცვალათ იმგვარად, რომ მას "ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით აესახა ქართველი ხალხის სურვილები და ღირებულებები".
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები