სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტი Fire wok ათასი ლარით დააჯარიმა. ობიექტის ერთ-ერთ ფილიალში, თბილისში, ფალიაშვილის გამზირზე სამზარეულო სურსათის ვადები და შენახვის პირობები შემოწმდა, რა დროსაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისს მოქალაქემ საჩივრით მიმართა. ის აღნიშნავდა, რომ ობიექტზე შეძენილ ლაფშაში ჭურჭლის სახეხის რკინის ნაწილები აღმოაჩინა. ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილით დაჯარიმდა.