როგორც ცნობილია, სერიალი This is Us მეოთხე სეზონით სექტემბერში ბრუნდება. ახალ სეზონს კი ექიმი ჰაუსის ვარსკვლავი ჯენიფერ მორისონი საკმაოდ მნიშვნელოვანი როლით შეუერთდება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია, რადგან პერსონაჟის შესახებ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებენ.

შოუს შემქმნელის, დან ფოგელმანის თქმით, მეოთხე სეზონის პრემიერა ისეთი იქნება, რომელზეც ადამიანები ბევრს ისაუბრებენ და რომლის ყურებაც ფანებს პირდაპირ ეთერში მოუნდებათ.

"ნამდვილად ამბიციური სეზონია. ჩვენ პერსონაჟების მოგზაურობის დაგეგმვის შუა პროცესში ვართ და ეს ძალიან ამაღელვებელია. ამბების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პირველი ეპიზოდის ნახვის შემდეგ, ვფიქრობ ადამიანები ბევრს ილაპარაკებენ. ეს განსხვავებული და უჩვეულო იქნება".

ამავე თემაზე: