ინტერნეტი არასაჭირო ლაიფ-ჰაკებით ხშირად გვსპამავს, მაგრამ ხანდახან მათ შორის ერთი ისეთი აუცილებლად გამოერევა, რომლის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა უსაფრთხო და სასარგებლოა.

ალბათ არ იცით, რომ მსოფლიოს უამრავ კულტურაში ნიორი მზარეულების ერთ-ერთი უძვირფასესი ხრიკია, რომლითაც ეროვნულ კერძებს გამორჩეულ გემოს ანიჭებენ. ასე რომ, თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვართ, თქვენს ინგრედიენტებს შორის ის აუცილებლად იქნება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნიორის გარჩევა ყველას უყვარს. სწორედ ამაში გვეხმარება ინტერნეტი.

ტვიტერის მომხმარებელმა, @VPestilenZ, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დანის წვერით ნიორის თავიდან კბილები მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით გარჩეული გამოაქვს. ამ დროს კი, ნიორის კბილის სტრუქტურა თითქმის ხელუხლებელი რჩება.

ვიდეოს ტვიტერზე 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მადლობის მეტი რა გვეთქმის?