პარტია ახალი საქართველოს დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან გირჩის გასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, პირველ რიგში, მან პაატა ბურჭულაძესთან უნდა მოითათბიროს და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას, დარჩება თუ არა გაერთიანებაში:

"მე ცოტა ხანში მექნება შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან, სადაც ვისაუბრებთ ყველა ამ საკითხზე. ჩემთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო. ამის შემდეგ გვექნება განხილვა გუნდში და საბოლოო გადაწყვეტილებას გაცნობებთ. მინდა, რომ უშუალოდ მოვისმინო ბატონი პაატასგან ყველა ინფორმაცია. მე ვესწრებოდი შეხვედრას სადაც ეს კონფლიქტი იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა დღეს ქვეყანაში იმისთვის რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს".

პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პარტია გირჩმა, გუშინ 27 სექტემბერს დატოვა.