"დიდი მადლობა, რომ ოჯახის ფერმის პირადი ვეტერინარი არ დაგვინიშნეს მინისტრად, მაგრამ ალბათ, სამომავლოდ, რეზერვში ჰყავს, — ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საჩხერის კლინიკის დირექტორის დანიშვნას. გოცირიძის აზრით, ეს არის მორიგი დამამცირებელი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან ოჯახის პირად სტომატოლოგს ნიშნავს მინისტრად:

"ძალიან მიკვირს, რომ ასე შეიცხადეს ზოგიერთებმა. 7 წელი ოქროც რომ იდოს ერთ ადგილას, ისიც კი დაჟანგდება. დროა, რა თქმა უნდა. მეორე შვიდწლიანმა იდარდოს ახლა, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მინისტრის მუშაობა ერთ ადგილზე ნიშნავს სისტემის დახავსებასა და, ფაქტობრივად, დამყაყებულად ყოფნას ამ დარგისა. რაც შეეხება დანიშვნას, ეს არის აბუჩად აგდება ხალხის".

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა. ის დავით სერგეენკოს ჩაანაცვლებს. დავით სერგეენკო კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის "დოსტაქარის" დირექტორია. ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს დავით სერგეენკომ წარუდგინა. 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გაიგეთ მეტი: