დღეს ფრანგ სტუდენტზე მოგიყვებით, რომელმაც ყველაფერი იღონა, რომ უნივერსიტეტში მისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას დასწრებოდა.

18 წლის ლუიკმა დილით ადრე ავტობუსს ვერ მიუსწრო და რაკი სხვა გზა აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ სასწავლებლამდე მამის მანქანით მისულიყო — საბრალო ბიჭს არც ამ შემთხვევაში გაუმართლა.

სისწრაფეში მან მანქანის საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის მოპირდაპირე მხარეს, მოაჯირს შეეჯახა.

საგზაო შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი კი საკმაოდ უჩვეულოდ მოიქცა. ნაცვლად იმისა, რომ ბიჭი უახლოეს პოლიციის შენობაში გადაეყვანა, ახალგაზრდას განმარტებებს გაგებით მოეკიდა, გამოცდაზე საკუთარი მანქანით მიიყვანა და მისი წარმატებით ჩაბარებაც უსურვა.

რა თქმა უნდა, მოგვიანებით პოლიციელმა ისიც განმარტა, რომ ბიჭი მაშინვე გადაამოწმა ნასვამი ხომ არ მართავდა საჭეს.