აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც თუ წყვილი სერიალს ან ფილმს ერთად უყურებს, ერთად კითხულობს ან შეუძლიათ მსგავსი აქტივობები ერთად გააკეთონ, ისაუბრონ საყვარელ პერსონაჟებზე ამა თუ იმ სერიალიდან, წიგნიდან თუ ფილმიდან ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან და ერთმანეთის გვერდში დგომა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ.

"თუ წყვილს შეუძლია სამყარო, რომელიც მათი რეალობის მიღმაა, გაუზიარონ რეალურ სამყაროში საკუთარ პარტნიორს, ეს მათ ურთიერთობას უფრო კომფორტულს და თვითმყოფადს გახდის. ადამიანებს, რომლებიც რომელიმე სერიალის ან ფილმის ყურების შემდეგ თამამად განიხილავენ პერსონაჟის ხასიათს, მსახიობის თამაშს და ა.შ. ერთმანეთის საჭიროებების გაზიარებაც უფრო გაუადვილდებათ. ეს ეხება როგორც ფილმებს, სერიალებს, ასევე წიგნებს, საკვებს და სხვა", ამბობს აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მკვლევარებმა კვლევაში 259 სტუდენტი ჩართეს და ორ ჯგუფად გაანაწილეს, ისინი თითქმის 17 თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ექსპერიმენტში. საბოლოოდ კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების ჯგუფი, რომელიც საკუთარ პარტნიორთან ერთად უყურებდა სერიალ სამეფო კარის თამაშებს ერთმანეთთან უფრო ახლო კონტაქტი ჰქონდათ, უფრო მეტად უზიარებდნენ ერთმანეთს ემოციებს და უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, განსხვავებით იმ სტუდენტებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად უყურებდნენ ამავე სერიალს.