ცოტაა ისეთი პერსონაჟი, რომლიც ჯოკერივით იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. შეშლილი, ეშმაკური, ანარქისტი, თავისებური აუხსნელი შარმით. ის ბეტმენის ყველაზე მნიშვნელოვანი მტერია, რომელიც ზუსტად იცნობს და შეიძლება ითქვას — მოსასხამიანი ჯვაროსნის სრული ანტიპოდია.

ჯოკერის როლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მსახიობებმა ითამაშეს, მაგალითად - ჯეკ ნიკოლსონმა, ჰიტ ლეჯერმა, ჯარედ ლეტომ. ამათგან პერსონაჟი ყველამ განსხვავებული მიმართულებით განავითარა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ჯოკერი სუპერვილანია, მისთვის თავისი საქმე ხელოვნებაა. მისთვის იმიჯი და თეატრალურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბეტმენისთვის.

ჰიტ ლეჯერის მიერ შექმნილი ჯოკერის როლი ოქროს სტანდარტია იმის საჩვენებლად, თუ რად გადაიქცა ეს პერსონაჟი. თუმცა, ხოაკინ ფენიქსი შეეცდება უპასუხოს კითხვას — რატომ?

ფილმის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და ამავდროულად, ინფორმაციაც ნელ-ნელა იზრდება. აქ ყველაფერია, რაც 2019 წლის ჯოკერის ფილმის შესახებ ვიცით.

რას მოგვითხრობს ჯოკერი?

ფილმი ჯოკერის, როგორც ბოროტმოქმედის შექმნის საწყისებზე მოგვითხრობს. მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება, ფილმის მთავარი გმირი არტურ ფლეკია. შეუმდგარი სტენდ-აფ კომიკოსი, რომელიც შემდეგ სადისტი კლოუნი და კრიმინალის პრინცი ხდება. ფილმის სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკული ნოველაზე Batman: The Killing Joke-ზეა დაფუძებული, რომლის მთავარი გმირიც ფილმის მსგავსად კომიკოსია, რომელიც მრავალი საზარელი ფაქტის შემდეგ ჯოკერის როლს ირგებს. ასევე ისიც ითქვა, რომ ფილმი ინსპირაციებს შორის არის მარტინ სკორსეზეს კლასიკა, ისეთი როგორიც არის Taxi Driver, Raging Bull და The King of Comedy. შეგახსენებთ, რომ სკორსეზე ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია.

რა ასაკობრივი შეზღუდვა აქვს ფილმს?

ფილმი R კატეგორიის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სრულწლოვან მაყურებელზეა გათვლილი.

ფილმის პრემიერა 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ის DC სამყაროს ნაწილია და მაყურებლისთვის ჯოკერის აქამდე ნაცნობ ადაპტაციებთან არანაირი კავშირი არ ექნება.