სასულიერო პირი მამა დავით ნოზაძე თბილისი პრაიდის საკითხს ეხმაურება და ლბტ თემის მიმართ სიძულვილის შემცველ და ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებს. მისი თქმით, პრაიდის ორანიზატორები ხელისუფლებამ უდაბნოში უნდა წაიყვანოს.

"შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ. დაგვანებონ თავი. თან ეგენი ხომ არ მრავლდებიან, არ ჭირდებათ გამრავლება. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა. ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერი ვიქნებით და ისინიც", — განაცხადა ნოზაძემ.

თბილისი პრაიდს საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში, ვასაძის შექმნილი სახალხო ლეგიონი და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფი უპირისპირდება.

გაიგეთ მეტი: