2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევის საქმეზე UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Indepent ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მიშელ პლატინი 18 ივნისს პარიზში დააკავეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება.

ყატარმა მსოფლიო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მიიღო. ამის შემდეგ მედიაში კორუფციულ გარიგებაზე ხშირად საუბრობდნენ. FIFA-მ კორუფციული კვალის გამოვლენის მიზნით დამოუკიდებელ კომისიას გამოძიების ჩატარება დაავალა. გამოძიების შედეგებით კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

2015 წელს ფიფას მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავება 2018 და 2022 წლებში მასპინძელი ქვეყნის არჩევისას სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხებოდა.

მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2015 წლამდე იკავებდა. 2015 წელს ის და ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს. ბლატერს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ 2011 წელს მან მიშელ პლატინის უკანონოდ ორი მილიონი შვეიცარული ფრანკი გადაურიცხა. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.