Netflix ანიმაციური სერიალების მექა გახდა, სტრიმინგ სერვისი ამერიკაში თითქმის თვეში ერთხელ ახალ პროექტს უშვებს. მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კომპანიის იაპონურ წარმომადგენლობას საკუთარი ორიგინალური სერიალი ჯერ არ შეუქმნია. ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგანაც იაპონური ნეტფლიქსი ნამდვილ ანიმეზე მუშაობს, რომლის სახელიც ედენი იქნება.

მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება. დედამიწაზე საუკუნეებია უკვე რობოტები ცხოვრობენ, ადამიანები კი დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. რობოტების უმრავლესობას საერთოდ არ სჯერა, რომ ადამიანები არსებობდნენ და მათ გამოგონილ მითებად მიიჩნევს.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ორი არაფრით გამორჩეული ორი ფერმერი რობოტი მინდორში კაფსულას წააწყდება, რომელშიც ადამიანს - პატარა გოგოს იპოვიან. მათი სამყარო ადამიანთან რეინტეგრაციისთვის ჯერ მზად არ არის, ამიტომ ისინი სარას ზრდასრულ ასაკამდე საიდუმლოდ ზრდიან, ამ ყველაფერისთვის წინ გადადგომას კი ბოროტი ზერო და რობოტი ჯარისკაცები ცდილობენ.

ფოტო: Qubic Pictures

ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ნეტფლიქსმა პროექტის რამდენიმე ფოტო, ანიმაციის ტექნიკები, კონცეპტუალური ნამუშევრები და სხვადასხვა ინფორმაცია წარადგინა.

სერიალი Qubic Pictures-ის დირექტორმა და პროდიუსერმა ჯასტინ ლიჩმა შექმნა. ედენის იდეა 20 წლის წინ გაჩნდა, როდესა ლიჩი ტაიკი საკურაისთან მუშაობდა, რომელიც ახლა ნეტფლიქსის ანიმაციის უფროსი პროდიუსერია. ლიჩს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და ეს იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა, თუმცა თაროზე შემოდო. წლების შემდეგ კი როდესაც პროდაქშენში გამოცდილება დააგროვა, გადაწყვიტა იდეა ნეტფლიქსისთვის მიეწოდებინა და შედეგიც სახეზეა. სერიალი განვითარების ეტაპზეა, გამოსვლის ზუსტი თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.