აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას მილიონობით მიგრანტის დეპორტაცია დაიწყება. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა:

"მომავალ კვირას საიმიგრაციო სამსახური მილიონობით არალეგალი უცხოელის ქვეყნიდან განდევნას დაიწყებს. მათ, ვინც უკანონო გზით შეაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი დეპორტაცია, ქვეყანაში შესვლისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. მექსიკამ საკმაოდ ძლიერი საიმიგრაციო კანონი მიიღო და ყველაფერს კარგად აკეთებს მოქალაქეების შესაჩერებლად, სანამ ისინი სამხრეთ საზღვრამდე მივლენ. გვატემალა უკვე ემზადება შეთანხმებისთვის. მხოლოდ დემოკრატები არიან უმოქმედოები კონგრესში. ", — წერს ტრამპი.

ივნისის დასაწყისში შეერთებული შტატები და მექსიკა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონის მექსიკას სავაჭრო ტარიფებს აღარ დაუწესებს, სანაცვლოდ კი მექსიკა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გადამწვეტი ზომების მიღებას დათანხმდა, მათ შორისაა საზღვარზე ეროვნული გვარდიის გაგზავნა და ადამიანებით მოვაჭრე დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.