ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრაკ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად შვიდი პირია დაშავებული და გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევის მიზეზი ქონებრივი დავა იყო. მათივე ცნობით, მეზობლებმა გაიგეს, როგორ მივიდა მოდავე ნათესავი ბინაში გამთენიისას და ბენზინი მიიტანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.