რუსთავის პარკის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, 17 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი წყალში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.