დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნა. როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს, ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქ ყველა ის სერვისი იქნება შექმნილი, რაც თბილისის სააგენტოშია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ასევე :

  • აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე;
  • ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა. მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და ჩაერთონ პროცესში;
  • თბილისიდან დისტანციურად ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ;

ბაღდათის ცენტრისთვის დისტანციურ ტრენინგებს ჩაატარებენ თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს, რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობას განვითარების და ისეთი პროექტებისთვის მომზადების საშუალებას მისცემს, როგორიცაა სტარტაპ საქართველო.