რამდენჯერაც არ უნდა დავგეგმოთ, რომ აი, მომავალი ორშაბათიდან მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს შევჭამთ და ისიც ძალიან ზომიერად, ადამიანები ვართ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ხშირად სრულიად სხვა მხარეს ვუხვევთ ხოლმე.

ლოგიკურია, ხრაშუნა და მარილიან ჩიფსებზე, ტორტის კიდევ ერთ ნაჭერსა, თუ გიგანტურ, სუპერ კალორიულ ბურგერებზე უარის თქმა ხომ ძალიან ძნელია?!

ამაზონის ახალი პროდუქტი, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით, ცხოვრებას ნამდვილად გაგიმარტივებთ.

ეს არის სრულიად ახალი, ინოვაციური სამაჯური, რომელიც ჯერ ერთი, რომ ფულის ფლანგვას და მეორეც — გადამეტებულ ჭამა-სმას გაგიკონტროლებთ. უფრო სწორედ, თუ მსუნაგი ხართ, ეს მოწყობილობა "არა"-ს თქმაში დაგეხმარებათ.

სამაჯური ყოველთვის შეგახსენებს, რომ არაჯანსაღ საკვებში ზედმეტად ბევრ ფულს ფლანგავ

"სამაჯური მის მფლობელს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ, ძალიან მავნე ჩვევების დაძლევაში დაეხმარება", — ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

ფოტო: TheRxReview

გავლენას, რომელსაც სამაჯური ჩვენს ორგანიზმზე ახდენს, მისი შემქმნელები საკვებით მოწამვლას ადარებენ. ჭამის დროს პავლოკი არასასიამოვნო სტიმულების გავრცელებით ტვინს სხვანაირად ფიქრისკენ უბიძგებს და ერთ დღესაც, შეიძლება მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ ამდენი ჭამა, ფულის ფლანგვა, ან სულაც მოწევა საერთოდ არ გინდათ.

ფოტო: Amazon

ინოვაციური სამაჯური ამაზონზე იყიდება და მისი ფასი $199,99, ანუ დაახლოებით 550 ლარია.