პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. პრემიერი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი განიხილება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება და ეს ყველაფერი არასერიოზულია.

"მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე", — თქვა პრემიერმა.