პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ხაიბერ-პახტუნხვაში ცოტა ხნის წინ ძალიან სახალისო ამბავი მოხდა, რომელიც მთელ ინტერნეტს ვირუსივით მოედო.

საქმე ის არის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები Facebook ლაივში გავიდნენ, რათა მოქალაქეების დასანახად ძალიან, ძალიან სერიოზულ საკითხებზე ემსჯელათ — თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ამ ამბავმა ყველა გაახალისა.

ერთ-ერთ ჟურნალისტს ლაივში გასვლამდე კატის ფილტრის გამორთვა დაავიწყდა:

შედეგად კი პრემიერ მინისტრი და სხვა გავლენიანი ადამიანები დროებით პატარა და საყვარელ კატებად იქცნენ.

სამართლიანობისთვის ჟურნალისტის პროფესიონალიზმსაც უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან მიუხედავად ამ სახალისო ფაქტისა, მან ლაივი არ გამორთო და ბოლომდე იზრუნა მოქალაქეების ინფორმირებულობაზე.

ნახეთ ინტერნეტის გამოხმაურებები:

"დაუჯერებელია, სიცილს ვერ ვწყვეტ"

ამ ფაქტით კატებიც კი გაოგნებულები არიან

"ძალიან საყვარლები არიან"