"მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. სერგეენკოს გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბახტაძემ თქვა, რომ სერგეენკო იყო, არის და იქნება ქართული ოცნების ერთგული და წარმატებული წევრი.