ნეითენმა თვალებს არ დაუჯერა, როდესაც საკუთარ რესტორანში უიშვიათესი ლურჯი კიბორჩხალა აღმოაჩინა, რომელიც ბუნებაში ორ მილიონში ერთი გვხვდება.

ეს საოცარი არსება ერთ-ერთი იყო იმ ზღვის პროდუქტებს შორის, რომლებიც რესტორან Arnold's Lobster and Clam Bar-ში სარეალიზაციოდ მიიტანეს.

"მისი დანახვისთანავე ვთქვი, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვქონდა, რადგან კიბორჩხალას დაუჯერებლად ლამაზი ფერი ჰქონდა. ყველანი გაკვირვებულები ვიყავით, თუ როგორ მოხვდა ეს საოცარი არსება ჩვენთან", — ამბობს რესტორნის მფლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი კიბორჩხალა კერძის მოსამზადებლად საკმაოდ ძვირადღირებული ინგრედიენტია, გადაწყვიტეს, რომ მისთვის სპეციალური აკვარიუმი გაეკეთებინათ და რესტორნის მომხმარებლებისთვის მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

"მინდა, რომ ის ბავშვებმა ნახონ და წყალქვეშა სამყაროსა და ზოგადად ბუნების მიმართ, მეტი ინტერესი გაუჩნდეთ", - ამბობს ნეითენი.

როგორც ხედავთ, ამ იღბლიან კიბორჩხალას არა მხოლოდ იმაში გაუმართლა, რომ ბუნებამ უნიკალურ ფერებში შემოსა, არამედ, თავისი სილამაზის გამო თეფშზე მოხვედრასაც გადაურჩა.