ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომასშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე "სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი".

საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის "ჰორიზონტი 2020" სამუშაო პროგრამისათვის "ინოვაციური ტრენინგქსელისთვის" საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ვებგვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საშუამავლო ღონისძიების ვებგვერდს. ღონისძიება 2019 წლის 26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივნისი, 18:00 საათი.

საშუამავლო ღონისძიება (პროექტის ნომერი NH2020-II-18-093) გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.