გირჩის წევრი იაგო ხვიჩია, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან პლატფორმა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის გამოსვლამდე საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი იყო, აცხადებს, რომ გირჩის და ბურჭულაძის პარტიის გაერთიანება შეცდომა იყო.

ის ასევე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე "არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ ყველანაირად დამთავრდა".

27 სექტემბერს გირჩმა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამას გარდა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა და მისგან ფულის გადახდას ითხოვდა, რომ გირჩის წევრები სიიდან არ ამოეღო. თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ განმარტა, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.