ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ რუსთავი 2-თან ისაუბრა.

"ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება", — აცხადებს დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს.