თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე, რადგან დასაქმების ბაზარი უფრო მეტად მიზანზე ორიენტირებული ხდება, რისთვისაც პროფესიონალი კადრების არსებობაა საჭირო.

15 და 16 ივნისს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები ჩატარდა. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოსა და გერმანიას შორის ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზებაში.

ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, მეწარმეებთან, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და მშობლებთან ერთად, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ენახათ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს პროფესიული განათლება.

ფოტო: Drone Production Georgia

ფოტო: Drone Production Georgia

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების განმავლობაში, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო სახალხო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა თუ დახლი და გაცნობოდნენ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, სახალხო ღონისძიებაზე მსურველებისთვის არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა კარიერული წარმატებებისა და ისტორიების შესახებ, რომელსაც პროფესიული განათლება იძლევა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის დღის განმავლობაში ელის ბენდმა და სალომე ბაკურაძემ გამართეს კონცერტი, რომელიც საღამოს DJ-წვეულებამ ჩაანაცვლა.

ფოტო: Drone Production Georgia

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების ოფიციალური ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.15 ივნისს ორ სესიად ჩატარდა Expert to Expert Talks, რომლის მთავარი მომხსენებლებიც პროფესორი დოქ. დანიელ ფითიჰი და ირინა აბულაძე იყვნენ. პირველი სასესიო დღის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ახალი პროფესიული უნარები საქართველოში;
  • არაფორმალური პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება;
  • კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • დუალურ პროფესიულ განათლებაში კომპანიების ჩართულობის გაზრდა.

ფოტო: Drone Production Georgia

ფოტო: Drone Production Georgia

16 ივნისს, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების მეორე დღეს, Skills4Georgia Talks ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა 10 შთამაგონებელი ისტორია მოისმინეს სხვადასხვა წარმატებული ადამიანებისგან. მომხსენებლებს შორის იყვნენ: ლევან გიგინეიშვილი, ალექსანდრე კარტოზია, ვახტანგ კუნცევი – გაბაშვილი, პროფ. დოქ. დანიელ ფითიჰი და სხვა.

ფოტო: Drone Production Georgia

ფოტო: Drone Production Georgia

მოხსენებების დასრულების შემდეგ, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მოწვეული სტუმრებისთვის და მათგან მიეღოთ პირდაპირი რჩევები.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ჩართულობით ჩატარდა.

ფოტო: Drone Production Georgia

ფოტო: Drone Production Georgia

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი კომპანია Concierge Tbilisi იყო, რომელმაც რესპუბლიკის მოედანი ერთი დღით განსაკუთრებულად მოაწყო: გამწვანება, წიგნის კუთხე და პროფესიებისთვის განკუთვნილი ინსტალაციები, რომელიც სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობდა, სწორედ კონსიერჟ თბილისმა შექმნა.

ფოტო: Drone Production Georgia

ფოტო: Drone Production Georgia

მაისში ამავე კომპანიამ საორგანიზაციო მხარდაჭერა რიყის პარკში ჩატარებულ ევროპის დღეებს გაუწია, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. კონსიერჟ თბილისის ორგანიზებით ევროპის დღეები 8 ივნისს წყალტუბოშიც გაიამართა, 22 ივნისს კი სვანეთში ჩატარდება.

ვიდეო: Drone Production Georgia