ბიზნესმენი ლევან ვასაძე არამხოლოდ ლგბტ პირებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ პოლიციასაც ემუქრება. მისი თქმით, კორდონის გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ და, თუ პოლიცია მათ წინააღმდეგობას გაუწევს, "კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი".

"ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს", — განაცხადა მან.

ვასაძე დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ასე არაა. მან სახალხო ლეგიონის შექმნა დააანონსა, რომელიც ქვეყანაში "უწესობას" არ დაუშვებს.

მისი თქმით, ლეგიონი პატრულირებისას ქამრით შეუკრავს ხელებს ლგბტ თემის წევრებს. მისივე თქმით, კორდონის გარღვევისას თბილისი პრაიდის წევრები არ უნდა ცემონ და მხოლოდ ყური უნდა აუწიონ. მან გამოთქვა იდეა, რომ დაფუძნდეს დოდო აბაშიძის სახელობის "ყურის აწევის ასოციაცია".

ადევნეთ თვალი პირდაპირ ეთერს ვერის ბაღში მიმდინარე შეხვედრიდან.