ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებაზე განაცხადა, რომ ლგბტ თემის წევრის მკვლელობა იგეგმება, რომელიც მის მხარდამჭერებს უნდა დააბრალონ. ვასაძის თქმით, ეს ინფორმაცია უშიშროების წარმომადგენლისგან აქვს და ამას არ დაუშვებს.

ვასაძემ განაცხადა, რომ ურჩევნია ის ტყვია თავად მას მოხვდეს, ვიდრე ვინმე შეწირონ "ზვარაკად". მისივე თქმით, ასეთი პროვოკაციული ქმედებებით ვერ გააჩერებენ.

"რითაც ჩვენ გაგვაჩერებთ, ეს არის ტყვია, პირველი ტყვია მე დამაჭედეთ", — განაცხადა მან.

დაიწყება თუ არა გამოძიება ამ განცხადებაზე ჯერ უცნობია. On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

ამავე თემაზე: