პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ეკლესიისთვის თბილისი პრაიდის ჩატარებას ისეთივე მიუღებელია, როგორც სახელმწიფოსთვის ქურდული შეკრება. ის ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებს და ამბობს, რომ ლგბტ თემს არაფერში ზღუდავენ.

"რო გამოდიან და მიუღებელ რაღაცეებს ამბობენ. მარტივად გეტყვით, ქურდული შეკრებას სახელმწიფო ხო არ დაუშვებს, ნებისმიერი სახის მრუშობა იქნება, სიძვა იქნება, ნებისმიერის მოწინააღმდეგეა ეკლესია", — ამბობს ის TV პირველთან ინტერვიუში.

მეუფე ამტკიცებს, რომ ლგბტ თემი მათი აზრის მოხვევას ცდილობს და "ზედმეტში გადადიან". მისი თქმით, საზღვრები ღიაა და მსრუველებს შეუძლიათ უცხო ქვეყნებში დაესწრონ პრაიდს. მისივე თქმით, ხალხის გაღიზიანება და ნერვებზე თამაში არ შეიძლება, რადგან დაპირისპირება მოხდება.

"ეხლაც ხომ ხალხი რომ გამოვიდეს ქუჩაში, რას შვებიან. პოლიცია კორდონს ვერ გააკეთებს განრისხებულ ხალხთან", — ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ მეუფემ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ღირსების მარში ჩატარებას. "რა შუაშია კონსტიტუცია", — ამბობს ის და იმუქრება, რომ ქუჩებს გადაკეტავენ და ხალხის ძალას დაანახებენ ხელისუფლებას.

გაიგეთ მეტი: