მოდის ინდუსტრიის ჟიური დიდხანს ბჭობდა, ვინ უფრო დიდ გავლენას ახდენდა მსოფლიო ტრენდებზე, მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი. კითხვაზე პასუხი აქვს მოდის საძიებო პლატფორმა Lyst-ს და ეს ცალსახად მეგანია.

როგორც აღმოჩნდა, "მეგანის ეფექტი" იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ამას ელოდნენ. სამოსი, რომლითაც ის საჯაროდ ჩნდება, მოდის სახლების ქსელებიდან და ონლაინ მაღაზიებიდან უსწრაფესად იყიდება.

მაგალითად, 164%-ით გაიზარდა იმ პალტოს და მსგავსი ფერის მოდელის ძიება, რომელიც სასექსის ჰერცოგინიას შობას ეცვა, ხოლო ჩექმების — 52%-ით.

მსოფლიოს მოსახლეობის გარდერობში კი იმ ფერის ტანისამოსი მომრავლდა, რომელსაც მეგანი თავისთვის ირჩევს.

ვებგვერდის მიხედვით, 10-დან 7 შემთხვევაში, თეთრ, ჩალისფერსა და მუქ ლურჯ სამოსს ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებენ.

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი უიმბლდონზე.

ფოტო: Clive Mason / Getty Images

ონლაინ კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ყველა სახის სამოსზე ან მის მსგავს მოდელზე, რომელსაც სამეფო ოჯახის 37 წლის წევრი ატარებს, მოთხოვნა საშუალოდ 216%-ით იზრდება.

მაგრამ, მეგანის რომელმა კოსტიუმებმა მოახდინეს ყველაზე დიდი გავლენა მოდის ინდუსტრიაზე?

5 მარტს, დედოფალმა ელიზაბეტმა პრინცი ჩარლზის უელსის საგრაფოში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე აღნიშნა. კაბაზე, რომელიც მეგანს წვეულებაზე ეცვა, მომდევნო 24 საათში ონლაინ მოთხოვნა 500 პროცენტით გაიზარდა.

თუმცა, Amanda Wakeley-ის ღია კრემისფერი მანტო, რომელიც მეგანს იმავე მიღებაზე ეცვა, ონლაინ მაღაზიებში კვლავ ხელმისაწვდომია.

რაც შეეხება კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითს, მას ყველაზე პოპულარული სამოსი მასაც 2019 წლის მარტში ეცვა. მიდლტონის გამოჩენის შემდეგ, Catherine Walker-ის პალტოზე ძიება 225%-ით გაიზარდა.