დღემდე, მყინვარწვერის სიმაღლე 5 047 მეტრად იყო შეფასებული, თუმცა ჩატარებული გადაზომვის შედეგად გაირკვა, რომ ყაზბეგში მდებარე მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 5 054 მეტრია.

ინიციატივა კავკასიის სკი-ტურინგის ქსელს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლეების გეოდეზიური გადაზომვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპირებს.

მყინვარწვერი პირველი იყო, რომლის სიმაღლეც პროექტის ფარგლებში ხელმეორედ გაზომეს. საბოლოო რიცხვი დღეს გამოქვეყნდა.

პროექტში მონაწილეობენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საჯარო რეესტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ.