ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება. ფრენებს ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების Azerbaijan Airlines შვილობილი ავიაკომპანია Buta Airways განახორციელებს.

აეროპორტში პირველი რეისის აღსანიშნი ცერემონია გაიმართა, რომელოზეც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ორ მეგობარ ქვეყანას შორის, რასაც ადასტურებს ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნა. მისივე თქმით, არსებობს დიდი ტურისტული პოტენციალი საქართველო-აზერბაიჯანს შორის და ახალი ავიარეისი კიდევ უფრო გაზრდის, როგორც ორმხრივი ტურისტული ნაკადის მაჩვენებელს ასევე საქმიანი წრეების აქტივობას.

ახალი ავიარეისით ბათუმში გაემგზავრა აზერბაიჯანული მხარის 15 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ავიაკომპანია Buta Airways ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ტურიზმის სფეროში მოღვაწე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ბლოგერები.