რა ხდება კანცელარიასთან
2 საათზე მეტია, რაც კანცელარიასთან აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.
აქტივისტებმა აქცია დღეს 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ.
მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც მათ აგრესიული ჯგუფებისგან ასეულობით პოლიციელი ჰყოფს.
ნახეთ, რამდენიმესაათიანი უწყვეტი ეთერი აქციიდან და გაიგეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კორდონის ამ მხარეს.
რაც შეეხება კანცელარიის წინ შეკრებილებს, აქ იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, სასულიერო პირები, ქართული მარშის აქტივისტები და ბიზნესმენი ლევან ვასაძე.
ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ლგბტ აქტივისტებს. ასევე, ისვრიან ბოთლებს, კვერცხებსა და ბურთებს.
აქტივისტები ამბობენ, რომ კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სცადა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა თბილისი პრაიდის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარისადმი. პოლიციამ თაბაგარი ტერიტორიიდან გაიყვანა. რამდენიმე წუთში დაბრუნებულმა აქტივისტმა განაცხადა, რომ პოლიციამ ის უსაფრთოხების მიზნით განარიდა ტერიტორიას.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლიბერალი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლიბერალი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლიბერალი
კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არამხოლოდ აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. ერთ-ერთმა აქტივისტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პოლიციელს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალადობით დაემუქნენ ლიბერალის ჟურნალისტსაც. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც ლიბერალის რედაქტორმა მოუწოდა პოლიციას ამის შესახებ. მისი გაყვანის მცდელობას კანცელარიასთან დაპირისპირება მოჰყვა.
ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც. მან სულელი უწოდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე სულ 8 პირი დააკავეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაზე მივიდა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა. ადგილზე სასულიერო პირები ამ დრომდე რჩებიან და ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა რესპუბლიკური პარტიიდან და ევროპული საქართველოდან. მათი თქმით, სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების პრინციპს არ იცავს და ლგბტ აქტივისტებს თავისუფალ მანიფესტაციაში ეშლებათ ხელი.
აქცია სახელად "სახელმწიფო სად ხარ" დღეს დაიგეგმა. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან დარჩებოდნენ, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე საჯაროდ არ გააკეთებდნენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას. ამ დრომდე მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღეს, 6 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდება, თბილისი პრაიდი არ დაუშვას. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ დაგეგმილ ფორმატსა და ადგილებში თბილისი პრაიდის ჩატარება შეუძლებელია. საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული 18-დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პრაიდის კვირეული ღირსების მარშით დასრულდება. .
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები