14 ივნისს მოძრაობა ეკვილიბრიუმი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვს ესტუმრა და გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის მაცხოვრებლებს ბიბლიოთეკა მოუწყო.

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის დაწესებულებების მხარდაჭერას. მოძრაობა წიგნებითა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ტექნიკითაც ამარაგებს მათ.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ძეგვს ესტუმრა

მოძრაობა ეკვილიბრიუმი, ძირითადად, შემოწირულობების სახით აგროვებს წიგნებსა და ტექნიკას. პროექტის მხარდამჭერია კომპანია გალფი.