გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2019 წლის მაისის თვეში დაცულ ტერიტორიებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, 37 პროცენტით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.

5 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:

  • პრომეთეს მღვიმე;
  • თბილისის ეროვნული პარკი;
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი;
  • მარტვილის კანიონი;
  • ოკაცეს კანიონი.