რეჟისორი ბრაიან სინგერი თანახმაა გადაიხადოს 150 ათასი დოლარი, რათა სასამართლოში 2003 წელს მომხდარი ამბის შესახებ საქმის განხილვა შეწყდეს, რომელშიც 17 წლის ბიჭის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.

ცეზარ სანჩეს გუზმანმა მომხდარზე საჩივარი 14 წლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში დაწერა, სადაც ის იხსენებს, რომ სიეტლში, ერთ-ერთ იახტაზე გამართულ წვეულებაზე რეჟისორმა მისი სურვილის წინააღდეგ, მასთან ორალური და ანალური სექსის აქტი განახორციელა.

სანჩეს გუზმანი 2014 წელს გაკოტრდა. სარჩელიდან ცოტა ხანში, 2018 წელს, ბანკმა მისი ფინანსური საქმე ისევ გახსნა, რადგან სინგერის წინააღმდეგ მიმართული საჩივრით მას შეიძლებოდა კომპენსაცია მიეღო, რაც მისი ვალების ნაწილის გადახდის შესაძლებლობას აჩენდა.