რას შეცვლის საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნა
საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი იხსნება. პროექტი ხორციელდება, საქართველოში დატაცენტრებისა და კოლოკაციების ცენტრების საერთაშორისო ოპერატორის, ნიუტელკო ჯორჯიას მხარდაჭერით. ორგანიზატორების განცხადებით, ცენტრი უზრუნველყოფს ინტერნეტ ხარისხის გაუმჯობესებას, ქვეყნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტიზაციას. მათივე მტკიცებით, ეს თავის მხრივ, დაასტაბილურებს კონკურენტულ გარემოს, ხელს შეუწყობს ქსელების დუბლირების თავიდან აცილებას, ინტერნეტ ტრაფიკების განაწილების ოპტიმიზაციას, საოპერაციო დანახარჯების შემცირებას და ბაზარზე შემოსვლის ბარიერების მინიმალიზაციას.
ცენტრი დაფუძნდება როგორც არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. მისი მიზანია, უზრუნველყოს დამფუძნებელ წევრთა ქსელების გამართული და ოპტიმალური მუშაობა. ცენტრის არსებობის უმთავრესი პირობაა, რომ იგი განთავსებული იყოს ნეიტრალურ დატაცენტრში.
ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორ, გიორგი გოთოშია On.ge-სთან ცენტრის ფუნქციებზე და მნიშვნელობაზე საუბრობს:
"ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად არის განვითარებული, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები, კონტენტ პროვაიდერები ერთმანეთთან ჩართვასა და მონაცემების გაცვლას აწარმოებენ ასეთი ცენტრების აი ექს პი-ს (IXP -Internet Exchange Point) საშუალებით.
საქართველოში, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. საწყის ეტაპზე პროექტში ჩართული არიან ააიპ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, ნიუტელკო ჯორჯია, შპს გლობალ ერთი, შპს კავკასიის ციფრული ქსელი, შპს ალტერნეტი, ასევე რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები".
გიროგი გოთოშიას თქმით, ჯეიქს-ის დაფუძნების, მისი ოპერირებისა და განთავსების საწყის ხარჯებს აფინანსებს საქართველოში დანიური და გერმანული ინვესტიციით შექმნილი საერთაშორისო ოპერატორი - ნიუტელკო ჯორჯია. ნიუტელკო ჯორჯია ურთიერთგაცვლის ცენტრში გაწევრიანების და ჩართვის პირველ 20 მსურველს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ გამოუყოფს გარკვეულ კოლოკაციის სივრცეს თავის დატაცენტრში.
როგორც ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორი ამბობს, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ ხარისხი და სერვისის თვითღირებულება. შესაბამისად, მათი აბონენტებისათვის ეს ნიშნავს საიტებზე სწრაფ შესვლას შეყოვნების გარეშე.
კითხვაზე, ახლა რომელი კომპანიები სარგებლობენ და როგორ შეძლებენ სხვა პროვაიდერები ცენტრში გაერთიანებას, გოთოშია პასუხობს:
"ცენტრი ღიაა ყველა ინტერნეტ პროვაიდერისა და ქსელების ოპერატორითვის, ვისაც გააჩნია საკუთარი AS ნომერი (აქვთ RIPE-დან მიღებული IP მისამართები). საქართველოში ამჯერად არის 80-მდე უნიკალური AS ნომერის მქონე ქსელის ოპერატორი. პოტენციურად, ყველა ეს კომპანია ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის წევრი იქნება."
საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის (აი ექს პი) პრეზენტაცია გაიმართება 28 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის პირველ დარბაზში. თვითონ ცენტრი კი განთავსდება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას #5-ში, ნიუტელკო ჯორჯიას დატაცენტრში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩართვის წერტილები გაიხსნება ასევე რეგიონებშიც.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები