არ გვეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა — კასტელო მარე ეზოში აღმართულ რუსულ დროშაზე
ციხისძირში, სასტუმრო კასტელო მარეს ეზოში რუსეთის დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა.
სასტუმროს დირექტორის მოადგილემ, ზანდა მესხიძემ On.ge-სთან განმარტა, რომ სასტუმროში კონფერენცია იმართება, რომელსაც რუსეთის დიდი ჯგუფი ესწრება და დროშაც მათ საპატივცემულოდ აღიმართა.
"ზოგადად, სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი პოლონეთი, რომელი ეროვნებაც იქნება 45 პროცენტზე მეტი, მათი დროშა იკიდება მათ საპატივცემულოდ, როგორც სტუმარ-მასპინძლობის მიხედვით. შესაბამისად, იყო ჩამოკიდებული", — ამბობს ის.
მისივე თქმით, კონფერენცია დასრულდა და დროშა ჩამოიხსნება, მის ნაცვლად კი დაიკიდება იმ ქვეყნის დროშა, საიდანაც მეტი ვიზიტორი ეყოლება სასტუმროს.
კითხვაზე, ოკუპაციის ფონზე რამდენად სწორია რუსეთის დროშის აღმართვა, სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკურად ვერ განიხილავს იმიტომ, რომ თავად სასტუმროს რუსი სტუმრები აკრიტიკებენ თავიანთ პოლიტიკას და არ მოსწონთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს.
"ეს არის ხალხის მიმართ პატივისცემა და არა როგორც ოკუპანტი რუსეთის მიმართ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიზიარებთ ამ ყველაფერს, ვამბობთ რომ რუსეთი ოკუპანტია და არ ვიცავთ მათ ინტერესებს, არც ერთ შემთხვევაში... თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს, როგორც ხალხს, არ უნდა ვცეთ პატივი, მაშინ საზღვარიც დავუკეტოთ და არ შემოვუშვათ იმიტომ, რომ ასე ვერ მოხდება დიფერენციაცია", — ამბობს მესხიძე.
მისივე განცხადებით, რუსეთის დროშას აღარ ჩამოკიდებენ, რადგან სასტუმრო ხალხის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს. ის აქვე აზუსტებს, რომ მათ არ ეგონათ, დროშის აღმართავს ასეთი პროტესტი თუ მოყვებოდა.
"ჩვენ ჯიუტი ბავშვის როლში არ ვიქნებით და ჩამოვხსნით დროშას და შეგვიძლია, რომ აღარ ჩამოვკიდოთ იმიტომ, რომ ეს არის ვთქვათ, ქვეყნისა და ხალხის პროტესტი, ასეთ შემთხვევაში ხალხის წინააღმდეგ სასტუმრო არ წავა. უბრალოდ, არ გვეგონა თუ ამ ყველაფერს ასეთი რთული გამოხმაურება მოყვებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის 26 მაისი, ეს არ არის ქვეყნის საერთო ხმა, ეს არის ერთი კონკრეტული სასტუმრო, სადაც სტუმარს სცემენ პატივს", — აღნიშნავენ სასტუმროში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები